Skip to content

Latest commit

 

History

History
14 lines (6 loc) · 2.79 KB

karel-and-eclipse.md

File metadata and controls

14 lines (6 loc) · 2.79 KB

კარელი და ეკლიფსი

თუკი ჯავა და ეკლოფსი უკვე დააყენე დროა კარელი უკეთ გაიცნო. კარელის პროგრამები შეგიძლია ეკლიფსში გაუშვა, მაგრამ ამისათვის ჯერ პროექტი უნდა გააკეთო ეკლიფსში. პროექტის ნოლიდან გაკეთება არც თუ ისე რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია უკვე მზა პროექტი გამოიყენო და ის დაამატო ეკლიფსში.

გადმოიწერე საწყისი პროექტი და მიჰყევი ვიდეოს

საწყის პროექტში დამატების შემდეგ 3 ფაილი უნდა იყოს ConsoleProgramSample.java, GraphicsProgramSample.java და KarelProgramSample.java. პირველი ორ ფაილს ყურადღება არ მიაქციო, ისინი მერე დაგვჭირდება. ახლა KarelProgramSample.java ფაილი გახსენი. როგორც ხედავ ამ ფაილში კარელის პროგრამა წერია, ოღონდ პროგრამა არაფერს არ აკეთებს. მოდი მაინც გაუშვი და შეამოწმე, რომ კარელი სწორად მუშაობს. გაითვალისწინე, რომ გაშვების შემდეგ კარელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, უბრალოდ უნდა გამოჩნდეს. პროგრამის გასაშვებად დააკლიკე "მორბენალი კაცის" ღილაკს.

შეგიძლია კარელის სამყარო შეცვალო და ისეთი გააკეთო როგორიც გინდა, ინსტრუქციისთვის ნახე ეს ვიდეო

იმისათვის რომ ახალი ამოცანები გადაჭრა და ახალი პროგრამები დაწერო ახალი კლასების(ფაილების) შექმნა მოგიწევს. იხილე ინსტრუქცია